ზურაბ ჟვანიას შემდეგ ასეთი პოლიტიკური კლასი არავის უჩვენებია, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციამ უნდა შეინარჩუნოს ობიექტურობა და აღიაროს, რომ ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესისთვის გზის გახსნაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა გახარიას ნაბიჯმა. ზურაბ ჟვანიას შემდეგ ასეთი პოლიტიკური კლასი არავის უჩვენებია. არა აქვს მნიშვნელობა მისი მოტივების განხილვას, შედეგი კი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია.
ჩემი აზრით, ისიც დადასტურდა, რომ არც 20 ივნისს გაუცია ბრძანება. მას ეს “კომპრომატი” ხელისუფლებამ ჩაუდო და ეგონა რომ ამით მართავდა“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
დღეს, 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადადგა.
გიორგი გახარიამ ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირდა.
მისი თქმით, ურყევი პოზიციაა, რომ “ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ეკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი”.
გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.











