ყვარლის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ერთი ოჯახის სამი არასრულწლოვანი წევრი დაინფიცირდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, სამივე მათგანი ყვარლის ერთ- ერთი საჯარო სკოლის, სხვადასხვა კლასის მოსწავლეა.
მოსწავლეები მშობლისგან დაინფიცირდნენ, რომელსაც ვირუსი მანამდე დაუდასტურდათ.
ამ გარემოების გამო, საჯარო სკოლა, რომელშიც ინფიცირებული მოსწავლეები სწავლობენ, ხვალიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა.
27 ოქტომბრის მდგომარეობით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის 63 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
კახეთის რეგიონში, დღემდე, 31279 PCR ტესტირებაა ჩატარებული.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











