„დაისაჯოს დამნაშავე“ – ამ მოთხოვნით ქუთაისში, პროკურატურის შენობასთან გიგა სადილიანის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ.
გიგა სადილიანის ოჯახის განცხადებით, საქმის რეალურ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პროკურატურასთან შიმშილობას დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ველოსიპედით გაადგილდებოდა რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. შემთხვევა 2020 წელს მოხდა. საქმეზე გამოძიება გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: კესო მოლაშხია