ბექა ფერაძის განცხადებით, 22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვის დარღვევის გამო 12 რესტორანი დაჯარიმდა.
„შრომის ინსპექციამ 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობის შეზღუდვის აღსრულების მონიტორინგი განახორციელა. გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი და ობიექტები 10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ვინაიდან შესაბამისი დადგენილების მიხედვით, დარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, განმეორებით დაფიქსირდა, რომ 3 ობიექტი დაჯარიმების მიუხედავად აგრძელებდა გარკვეულ აქტივობებს, ამიტომ შსს-სთან ერთად რეაგირება მოვახდინეთ და სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო“,-განაცხადა ფერაძემ.











