მარნეულის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დაკავებული ლაშა ქველაძე, მარნეულის „ავერსის“ კლინიკიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, კლინიკაში ქველაძეს კორონავირუსზე გამოკვლევები ჩაუტარდა და მას კოვიდ ინფექცია არ დაუდგინდა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ქველაძის წინააღმდეგ საჩივარი ,პოლიციაში „ქართული ოცნების“ აქტივისტმა ცოტნე ბოჭოიძემ შეიტანა, გამოძიება ქველაძის წინააღმდეგ 162-ე და 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
სამედიცინო შემოწმებისას ქველაძეს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა გამოკვლევის შემდეგ ისევ იზოლატორში დააბრუნეს.
ავტორი: მარიამ ქველაძე











