გავრცელებული ინფორმაციით, ფოთში მიმდინარე საკანალიზაციო სისტემების მშენებლობის საზედამხედველო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.
ჰოლანდიური კომპანია „ტაჰალ გრუპში“ აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფენ.
„დაკავებული ჩვენი თანამშრომელი არ არის, ჩვენთან არის საზედამხედველო კომპანია, რომლის წარმომადგენელია დაკავებული. ,,ტაჰალ გრუპსა “ და აღნიშნულ კომპანიას ერთ სივრცეში აქვთ ოფისი . დეტალები, თუ რატომ იქნა დაკავებული, ჯერ ჩვენ თვითონაც არ ვიცით. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“, – განაცხადეს კომპანიაში.











