საქართველოში გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის იყო და თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იგი აჭარაში მკურნალობდა.
„პაციენტი იყო 70 წლის. სამწუხაროდ 17-ში შესული საავადმყოფოში, რომელსაც ჰქონდა მძიმე თანმდევი დაავადებები. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება, ფილტვის ქრონიკული დაავადება და კლინიკაში უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში შევიდა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა.











