“დანაშაული იქნება, რომ მხოლოდ „კოვაქს“ პოლატფორმაზე ვიყოთ ჩამოკიდებული”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „რეზიუმეში” განაცხადა.
„კოვაქსი“ გეუბნება, რომ შენი მოსახლეობის მხოლოდ 20 %-ს დაგიკმაყოფილებ, ჩვენ 60% გვინდა. თუ მარტო „კოვაქსზე“ ხარ დამოკიდებული, ჯერ ერთი, 20 %-ს დიდი ხნის მერე მიიღებ და დანარჩენი 40 % „ფეხზე უნდა დავიკიდოთ“? – არა, ხომ. შენი მეგობარი ქვეყნის მთავრობას უნდა სთხოვო, მწარმოებელს, „კოვაქსიც“ შემოგეშველება და კომპლექსურად, აქტიურად უნდა იმუშაოს მთავრობამ. ამაზე გვაქვს პრეტენზია“, – განაცხადა ჩიხლაძემ.










