დანია შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, დანიაში სალონებისა და სპა ცენტრების გახსნა იგეგმება. ასევე, 6 აპრილიდან ქვეყანა სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლებას აპირებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დანიაში კორონავირუსის 226,777 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 2,402 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 214,289-ს შეადგენს.











