დანია კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს
1 მარტს ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში სკოლები გაიხსნება. შემსუბუქდება ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვები.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე დანიაში კოვიდის 208,556 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 2,343 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 200,263-ს შეადგენს.











