დანიამ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში კიდევ 3 კვირის განმავლობაში დატოვა. ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დანია ერთ-ერთ პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც AstraZeneca-ს გამოყენება მას შემდეგ შეაჩერეს, რაც მსოფლიოში ვაქცინაციის შემდეგ ადამიანთან ნაწილს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოუვლინდათ.
ევროპის წამლების სააგენტოში და ჯანმოში აცხადებენ, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.
ცნობისთვის, ამ დროისთვის დანიაში AstraZeneca-ს ვაქცინით 150 000-მდე ადამიანია აცრილი.











