დანიელსონის დოკუმენტი არასრულყოფილი იყო და არ აკმაყოფილებდა მხარეთა მოთხოვნებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
„დანიელსონის დოკუმენტი არასრულყოფილი იყო და არ აკმაყოფილებდა მხარეთა მოთხოვნებს. შესაბამისად, თუ მოლაპარაკება გაგრძელდა, დოკუმენტიც უნდა დაკორექტირდეს ხუთივე საკითხის გათვალისწინებით და ორივე მხარის ურთიერთკომპრომისის ვარიანტზე. ის რაც დღეს არის, სტრატეგია აღმაშენებელი ვერ და არ მოაწერდა ხელს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.










