საქართველოს მიღწევა არის, რომ ჩვენ შევძელით, ვირუსის გავრცელების რისკების მართვა. ეს უნდა იყოს დაფასებული და საერთაშორისოდ აღიარებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოდან ევროკავშირში ფრენები აკრძალული არ არის.
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში მივაღწევთ, იმას რომ საქართველოს მიერ კრიზისის მართვა იქნება აღიარებული კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები მიიღებენ.
დღეს საქართველოდან ევროკავშირში ან ევროკავშირიდან საქართველოში ფრენები აკრძალული არ არის. დღეს დაფრინავს ბერლინიც, ვენაც, ამსტერდამიც.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, როგორც კი შესაძლებლობა გვექნება ფრთხილად გავხსნათ საზღვრები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.











