ცოტა ხნის წინ რიონის ხეობაში, ნამახვან ჰესის მშენებლობის ადგილთან სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება ქონდა ადგილი. როგორც ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგები აცხადებენ, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება მას შემდეგ დაიწყო,რაც ადგილზე მშენებელი კომპანიის მენეჯერი გამოჩნდა და მან ადგილობრივებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
,,დილით გამოჩნდა მენეჯერი,რომელიც შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ჟესტებით გამოირჩეოდა. ამან გამოიწვია შეკრებილების პროტესტი. თურქული და ინგლისური სიტყვით მატყუარები გვეძახა. როგორც გინდათ იყვირეთო. პოლიციის თანხლებით გაატარეს ტრაქტორი მშენებლობის ადგილზე. სამწუხაროდ, ჩვენი ძალებით მისი შეჩერება ვერ შევძელით. ასე აპირებენ ჰესის მშენებლობას პოლიციის თანხლებით. ამ ყველაფერმა დაძაბა სიტუაცია“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ნამხვანჰესის მოწინააღმდეგეები სამართალდამცავებს მოუწოდებენ ხალხის ინტერესები დაიცვან და არა იმ კომპანიის, რომელიც ჰესის აშენებას და რიონის ხეობის განადგურებას გეგმავს.
ავტორი: კესო მოლაშხია










