„თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა“,- პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აბიტურიენტებს მიმართავს და მათ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს.
ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდებო!
თქვენს ცხოვრებაში ეს არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახალი ეტაპი, როდესაც საკუთარ მომავალს განსაზღვრავთ.
დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევთ თავს და შეძენილ ცოდნას საუკეთესოდ გამოამჟღავნებთ.
თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა“,- აღნიშნავს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
ნახეთ – გამოცდების განრიგი სრულად.
გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრების მისამართებსა და მისასვლელ მარშრუტებს აქვეყნებს.











