„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.
„მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბატონი გრიგოლი არავითარ შემთხვევაში არ უღალატებს ოპოზიციურ ერთობას, ის უბრალოდ, ჩემი აზრით, ცდილობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართოს ამ პროცესში. ყველა სიტყვას ბუნებრივია, მისი განცხადებისას, არ ვეთანხმები, მაგრამ საერთაშორისო კომპონენტის ჩართვა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა ცუდი არ არის,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.











