fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

“დარწმუნებული ვარ ჩემი ვიზიტით ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება” – ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

17:01 ივლისი 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
782
ნახვა

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისშია, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა. მან ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ  საქართველოს და ინდოეთს კარგი ურთიერთობა აქვთ და ამ ვიზიტით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

“ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის და ტურიზმის საკითხები. საქართველოს და ინდოეთს კარგი ურთიერთობა აქვთ. როგორც იცით, საქართველოში ბევრი ინდური პროექტი მიმდინარეობს. თქვენს ქვეყანაში ბევრი ტურისტი ჩამოდის ინდოეთიდან და ათასობით ინდოელი სტუდენტი სწავლობს. ყველა სექტორში კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება,” – განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარიმ.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ წმინდა ქეთევან წამებულის ნაწილების გადმოცემა საქართველოსთვის, რაც არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენა. რა თქმა უნდა, დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. ინდოეთი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე დღევანდელ მსოფლიოში, დაინტერესებულია საქართველოს შესაძლებლობებით, ჩვენი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, იმისთვის, რომ ეს არის მათი უმოკლესი გზა ევროპასთან და ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე ვისაუბრეთ და მართლა ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს,“ – აცხადებს დავით ზალკალიანი.

დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის დაბრუნების საქმეში ინდოეთის მინისტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

დავით ზალკალიანის თქმით, ვიზიტს დაემთხვა თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნა.

ეს მოვლენა განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. მინიტრებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე.

თეგები: ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დაკავშირებული სტატიები

სიახლე

ზურაბიშვილმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოსა და ინდოეთის კვირეულის გამართვის საკითხი განიხილა

ივლისი 10, 2021
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია