„დარწმუნებული ვარ დიალოგი შედგება და ყველა ერთად, პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებთ“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განუცხადა
„ოპოზიციას დიალოგს არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ საერთშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი სთავაზობს, ისინი მათ დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ მეთოდებს და არა ძალადობს და ქუჩის დემონსტრაციებს, რომელზეც კარგად გამოხატა პოზიცია, მათ შორის ამერიკის საელჩომ, ამერიკის საელჩოს ოფიციალური პოზიცია არ იქნება განსხვავებული იმ პოზიცისიიგან, რომელიც გააჩნია აშშ-ს სახელმწიფო მდივანს. დარწმუნებული ვარ, რომ შედგება დიალოგიც და საბოლოო ჯამში ყველა პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კუჭავამ.











