“უკვე დაწყებულია შესაბამისი კონსულტაციები, მათ შორის კანდიდატებთან მიმართებაში და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე საშტაბო მზადყოფნით ჩვენ შევძლებთ, რომ პირველივე ტურებში ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიოთ”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თადარიგი უკვე დავიჭირეთ, მათ შორის მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ იმ შედეგებს რაც გვქონდა გასულ არჩევნებში.
უკვე დაწყებულია შესაბამისი კონსულტაციები, მათ შორის კანდიდატებთან მიმართებაში და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე საშტაბო მზადყოფნით ჩვენ შევძლებთ, რომ პირველივე ტურებში ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიოთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.











