მეიოს კლინიკის სპეციალისტებმა მულტისისტემური ანთებითი სინდრომის სიმპტომები ამის შესახებ Medicalxpress-ი წერს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს დაავადება შესაძლოა განვითარდეს როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებშიც მაშინ, როდესაც COVID-19-ის მთავარი დამახასიათებელი სიმპტომები ძალას კარგავს.
ის ორგანიზმში ანთებით პროცესებს იწვევს, რასაც ახლავს ახლავს შეშუპება, შეწითლება და ტკივილი.
მულტისისტემური ანთებითი სინდრომის ერთგვარ მანიშნებლად ექიმები ასახელებენ ხველას, რაც 24 საათზე მეტ ხანს გრძელდება, პურღებინებას, დიარეას, ტკივილს მუცლის არეში, კანზე გამონაყარს, თვალების სიწითლეს. ენის და ტუჩების შეშუპება-შეწითლებას, დაღლილობის შეგრძნებას, კიდურების შეწითლებას, ან შეშუპებას.
სპეციალისტები საყურადღებო სიმპტომებად მიიჩნევენ მუცლის მწვავე ტკივილს და ტკივილს გულ-მკერდის არეში. ასევე გულის ცემის გახშირებას, სუნთქვის აძნელებას, ტუჩების და სახის გალურჯებას, გონების არევას, გაღვიძების გართულებას, გულყრას და დაბალ არტერიულ წნევას.
ექიმები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი სიმპტომების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.











