დამოუკიებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალური ქსელში ეხმაურება “ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, ექსპრემიერი გიორგი გახარია სააკაშვილთან ერთად, სავარაუდოდ, გადატრიალებას გეგმავდა:
“გუშინ “ქ/ოცნების” თავმჯდომარის მიერ გაჟღერდა რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში არსებულ ჯგუფებზე, რომლებიც ჩართული იყვნენ თებერვალში დაგეგმილ და ვერშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაში.
ვფიქრობ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ ადამიანებით, რადგანაც ამ სტრუქტურებში მათი ყოფნა არათუ პოტენციურ, რეალურ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს. დასტურდება, რომ იმ დღეებში სააკაშვილი იმყოფებოდა თურქეთში ჩვენს საზღვართან ახლოს”,- წერს ანჯაფარიძე.











