უხვი ნალექის შედეგად კასპში, მიკრორაიონის დასახლების მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. ნიაღვარმა საცხოვრებელი სახლების სარდაფები დატბორა, დაიხოცა შინაური ფრინველი.

ამ წუთებში, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან მერიის თანამშრომლებიც.
ზარალის ოდენობას ადგენენ. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.











