„ტურისტული ინდუსტრია და ასევე სარესტორნო ინდუსტრია საკმაოდ კანონმორჩილი დარგია, რადგან მათ მშვიდობიანობაზე, კანონმორჩილებაზეა დამოკიდებული ის, ჩამოვა თუ არა ხვალ ჩვენთან უცხოელი ვიზიტორი“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც სარესტორნო ბიზნესის მხრიდან დაუმორჩილებლობის დაანონსებას და შემდეგ გაადწყვეტილების შეცვლას შეეხო.
„დარწმუნებული ვარ, რომ არეულობის, ამბოხის, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებები სხვა რეპერტუარიდან არის, ასეც არის, რომ ჩვენ ხელში შეგვრჩა პოლიტიკური მოწოდებები და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ზოგი ქვეყნის შიგნით და ზოგი ქვეყნის გარედან მოუწოდებს მოსახლოებას და ბიზნესს დაუმორჩილებლობისკენ. ეს არის გზა არეულობისკენ, რომელსაც ჩვენი საზოგადოება არ იზიარებს, განსაკუთრებით ბიზნესი, რომელსაც მშვიდი განვითარება სჭირდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.











