„პრეზიდენტის კითხვები დიდწილად, ამნისტიის კანონპროექტის სამართლებრივ არგუმენტებს შეეხებოდა. მგონია, რომ მე და მიხეილ სარჯველაძემ დავარწმუნეთ პრეზიდენტი, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ასევე ჩვენი კანონმდებლობით, რომ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ კონსტიტუციური პრობლემა არ აქვს”,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“არ მაქვს აქციებზე საუბარი, ჩვეულებრივ ყოველდღიურ ყოფით სიტუაციაში გვხვდება პოლიციის შეურაცხყოფის შემთხვევების 99%. მსგავს ფაქტები ხდება რეგიონებშიც. ასეთი ფაქტები, კონკრეტულად მეორე და მესამე შემთხვევა უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს, უნდა ხდებოდეს სანქცირება და ადმინისტრირება. ეს ლოგიკურია და ამ შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი გამართულია“, – აღნიშნა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტთან შეხვედრაზე “ქართული ოცნების” დეპუტატები მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდნენ. ასევე, პრეზიდენტს შს, საგარეო საქმეთა მინიტრები და პრემიერ-მინისტრი შეხვდნენ.










