გენერალურ პროკურატურაში დიმიტრი ლორთქიფანიძეს დღეს გამოკითხავენ. როგორც პარლამენტის ყოფილი წევრი აცხადებს, რუკების განადგურება 2007 წელს დავით გარეჯის მონაკვეთზე საზღვრის უკანონო შეთანხმებასთან პირდაპირ კავშირშია.
მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2007 წელს, დავით კეზერაშვილის დავალებით, მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მასალა გაანადგურეს. ლორთქიფანიძე პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.











