დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.
ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ საგამოძიებო უწყებაშიც დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა.
„პრაიმტაიმნიუსი“ უწყებისგან ოფიციალურ კომენტარს ელოდება.











