„სირცხვილია”-ს ოფისში მომხდარ, ტელეკომპანია „ტვ პირველი”-ს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ, დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.
შეგახსენებთ, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობისას “TV პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
კუტალაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს არც მოძალადედ მიიჩნევს.











