დავით ფურცხვანიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
სწორედ დავით ფურცხვანიძეა ის პიროვნება, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს ყალბი სატელიტის კადრები მიაწოდა.
ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძე პრორუსი ექსპერტია, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა.
ფურცხვანიძეს დაფუძნებული აქვს „პოლიტიკური ექსპერტიზის ბიურო“ და საკუთარ თავს უსაფრთხოების ექსპერტად მოიხსენიებს.
ის საქართველოში პრორუსული გამოცემების აქტიური რესპოდენტი და „სპუტნიკ ტვ“ის წარმომადგენელია.
ჩვენი ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე წარსულში თაღლითობისთვისაა ნასამართლევი.
ასევე დაგაინტერესებთ:
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის წყარო პრორუსი ექსპერტი აღმოჩნდა
ცნობილია პირი, ვინც ბაჩალიაშვილის ადვოკატს ყალბი მტკიცებულებები მიაწოდა











