fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავით ქართველიშვილი – რომ არა “ქართულმა ოცნების” მიერ წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული სასჯელის შეკრებითობის გაუქმება,  სააკაშვილს ციხეში 36 წლის გატარება ოუწევდა

14:33 ნოემბერი 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
829
ნახვა

“ქართულმა ოცნებამ” გააუქმა წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული სასჯელის შეკრებითობის უსასტიკესი პრაქტიკა. რომ არა ეს გადაწყვეტილება, სააკაშვილს უკვე ამ მომენტისთვის მოუწევდა ციხეში 36 წლის გატარება, ხოლო იმ საქმეების გათვალისწინებით, რომლებიც ჯერ მიმდინარე გამოძიების სტადიაზეა – დიდი ალბათობით, უვადო პატიმრობაც“, – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილს მოუწევს ასობით ათასობით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ნაწამები ადამიანების წინაშე კანონით მინიჭებული მსჯავრის მოხდა და სულ რომ წლები დაჭირდეს სამართლიანობის აღდგენას – სააკაშვილს ექვსწლიანზე გაცილებით უფრო სოლიდური მსჯავრი ელოდება.

„წინა დანაშაულებრივი რეჟიმის დროს, ასობით ათასობით დასახიჩრებული ცხოვრების მქონე ადამიანი სვამს ლოგიკურ კითხვას – რა ექვსწლიანი მსჯავრი??? მათი აღშფოთება გასაგებია. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, “ქართულმა ოცნებამ” გააუქმა წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული სასჯელის შეკრებითობის უსასტიკესი პრაქტიკა. რომ არა ეს გადაწყვეტილება, სააკაშვილს უკვე ამ მომენტისთვის მოუწევდა ციხეში 36 წლის გატარება, ხოლო იმ საქმეების გათვალისწინებით, რომლებიც ჯერ მიმდინარე გამოძიების სტადიაზეა – დიდი ალბათობით, უვადო პატიმრობაც.

მაგრამ, ამ ექვსწლიანმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში. თავის რიგს ელოდება სასამართლო პროცესებზე გამოსაკითხი ათასობით დაზარალებული – წამების, მკვლელობების, არაადამიანური მოპყრობის, ქონების უკანონო დაუფლების და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ გამოძიების სტადიაზე ოკუპაციის ხელშეწყობის, დავით გარეჯის გადაცემის, სახელმწიფო ბიუჯეტის უკანონო ფლანგვის და სხვა საქმეები. ნუ იქნება შეკრებითობა, მაგრამ სულ რომ წლები დაჭირდეს სამართლიანობის აღდგენას – სააკაშვილს ექვსწლიანზე გაცილებით უფრო სოლიდური მსჯავრი ელოდება.

ამიტომაც სურს, ყველანაირი თაღლითობით, სიმულაციით, ცრუშიმშილობით, ფეიკზიარებით, ამ ქვეყნის სამოქალაქო დაპირისპირების, ქაოსის, არეულობის, სისხლისზღვრის მდგომარეობაში ჩაგდებით – თავისუფლებაზე გამოვიდეს. მაგრამ არც ჩვენ ვართ “შოუშენკი”, და არც ის არის “მონტე-კრისტო”, ასე რომ მას მოუწევს ასობით ათასობით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ნაწამები ადამიანების წინაშე კანონით მინიჭებული მსჯავრის მოხდა.

იმის მაგივრად, რომ “დედის რძესავით” შეირგოს ეს, თუნდაც ჯერჯერობით მინიმალური საპატიმრო ვადა, აღიაროს დანაშაული, მოინანიოს, მოიბოდიშოს და სანიმუშო ყოფაქცევით ვადამდელ განთავისუფლებამდე მივიდეს – გაათმაგებული, სატანისტური შეპყრობით, ცდილობს ამ ქვეყანაზე და ამ მოსახლეობაზე თავისი დასამთავრებელი საბედისწერო საქმე ბოლომდე მიიყვანოს, ზიზღით, სიძულვილით და თავისი სექტის საბრძოლო, ფეთქებათსაშიშ მდგომარეობამდე მიყვანით.

ასე რომ, ნიანგის ცრემლები ღვარონ სადმე სხვაგან, “მიშამ არ იცოდა”-ს ზღაპრებით თავს ნუ შეიწუხებენ. თითოეულ დანაშაულზე პასუხისგება იქნება გარდაუვალი, ხოლო “სააკაშვილის რეჟიმის მუზეუმის” გახსნის თემა – აუცილებელი და აქტუალური“ – წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია