„ქართული ოცნების” წევრის, დავით სერგეენკოს თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლით ახალი პოლიტიკური რეალობა არ შეიქმნება.
”„ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლით სხვა პოლიტიკური რეალობა არ შეიქმნება, რადგან ეჭვი მეპარება, რომ მათ საკუთარ თავში ძალა გამონახონ, რომ კონსტრუქციული ოპონირება დაიწყონ და არა შეძახილებით დაძაბონ პოლიტიკური ვითარება. მათი შემოსვლით პოლიტიკური რეალობა არ შეიცვლება, მაგრამ ვითარება პარლამენტში მნიშვნელოვნად შეიცვლება”, – განაცხდა სერგეენკომ.
ცნობისთვის, პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს










