fbpx
25/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავით ჭიჭინაძე ნათია თურნავას მიმართავს

10:24 თებერვალი 4, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
826
ნახვა

პარტია “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მიმართავს, რომელსაც “პრაიმტაიმნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

“ეკონომიკის მინისტრი თითს კი არ უნდა უქნევდეს ადამიანებს, ჯარიმებით აშინებდეს და ბიზნესისთვის სადამსჯელო ოპერაციებს გეგმავდეს,

პირიქით, თქვენ სხვადასხვა პროგრამები უნდა შესთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ ადამიანებმა 2-3 წელში მაინც რომ შეძლონ იმის აღდგენა, რაც პანდემიამდე ჰქონდათ.

4 თებერვალია და „ოცნების“ მთავრობას ჯერაც არ წარმოუდგენია გეგმა – ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესი რომ გადარჩეს და სამუშაო ადგილების ის რაოდენობა მაინც რომ შეინარჩუნონ, რაც მცირე შემოსავლის პირობებში იქნება შესაძლებელი.

ანუ, როდესაც ბიზნესს სთხოვთ შეზღუდვები დაიცვან, მათ ის მაინც ხომ უნდა იცოდნენ, რა ელით, ან რას სთავაზობს მთავრობა.

ან რა გახდა საქართველო ასეთი, მითუმეტეს, როდესაც ამერიკის ისეთ შტატებშიც კი, (მიჩიგანი, ვაშინგტონი ) სადაც ყველაზე უფრო აქტიურად იკეტებოდა რესტორნები და მსგავსი ბიზნეს სექტორები, ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერი გაიხსნა 25%-იანი დატვირთვით.

თან საქართველო, მისი ეკონომიკა, ნამდვილად არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ამერიკა.

მოკლედ, ფაქტია, „ოცნება“ და მისი მთავრობა, ისევ მხოლოდ ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას და მათთვის არც ბიზნესი და არც ხალხის ბედი არ არის მნიშვნელოვანი.

ამის ერთ-ერთ დასტურად, აქვე შეგახსენებთ, “ოცნების” მთავარი „მუშკეტერის“, ამირან გამყრელიძის, ჯერ კიდევ 2020 წლის 22 სექტემბერის მორიგ განცხადებას.

მისი თქმით: „ 5 %-მდე არის მწვანე ზონის ზღურბლი, 5-10-მდე ყვითელი, 10-20-მდე ნარინჯისფერი, 20 %ის ზემოთ კი უკვე წითელი.“

ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა:

მაშინ რატომ არის ჯერ კიდევ ჩაკეტილი მწვანე ზონაში მყოფი ქვეყანა, მითუმეტეს როდესაც თუნდაც 14 ოქტომბერს, 44%-ის პირობებში, ისევ გამყრელიძის განცხადებითვე, თურმე არც საგანგაშო ყოფილა არაფერი და არც ქვეყანა ჩაუკეტავთ?!”- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

განცხადებას დავით ჭიჭინაძის პრესსამსახური ავრცელებს.

თეგები: დავით ჭიჭინაძენათია თურნავა

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

თურნავა: ბატონმა ბიძინამ წყალტუბოს კურორტის განვითარებას ძალიან დიდი სტიმული მისცა

სექტემბერი 13, 2021
803
საზოგადოება

მედია მაქსიმალურად დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა – ნათია თურნავა

აგვისტო 30, 2021
906
საზოგადოება

ნათია თურნავამ მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცა

აგვისტო 29, 2021
887

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია