პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა“ აჭარის ორგანიზაციის 35 წევრმა დატოვა. მათ შორისაა ხულო, ქედა, შუახევისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში ზაზა ტარიელაძე, რომელმაც საარჩევნო კამპანია შეაჩერა. ასევე პროპორციული სიის წევრები.
როგორც ორგანიზაციის ყოფილი წევრები აცხადებენ, მიზეზი დავით ჭიჭინაძესთან დაპირისპირებაა. მათი განცხადებით, ჭიჭინაძემ აჭარა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია.
„მან თქვა ფეხზე მკიდია აჭარაო – ეს გახდა ძირითადი მიზეზი. მანამდეც იყო შიდა დაპირისპირება. ყოფილი ხელისუფლების ტრენდზე დაჯდა, რაც ასევე მიუღებელია“, – განაცხადა აჭარის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა წევრმა, ირაკლი გობაძემ.
მათივე განცხადებით, ისინი სხვა პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას არ აპირებენ.











