თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ცინარიძე სასამართლომ 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ ცინარიძის ადვოკატმა კახა ხვისტანმა დაუდასტურა.
„სასამართლომ გაითვალისწინა დაცვის შუამდგომლობა, რომ არ არსებობდა დავით ცინარიძის პატიმრობაში დატოვების საფუძველი და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეცვალა გირაოთი“, – განაცხადა კახა ხვისტანვა.
ცინარიძის უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის მიმართ, საქმის არსებითი განხილვის შემდეგ გამამართლებელი განაჩენი დადგება.
შეგახსენებთ, რომ დავით ცინარიძე ოჯახში ძალადობის ბრალდებით 28 აპრილს დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა იარაღიდანაც გაისროლა.











