fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავით ზალკალიანი: ჩვენ უკვე გვაქვს ნატო-საქართველოს გაძლიერებული არსებითი პაკეტი

00:10 დეკემბერი 3, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
822
ნახვა

უაღრესად მნიშვნელოვანი მინისტერიალი თავისი კონკრეტული შედეგებით არის კიდევ ერთი აღიარება იმ წარმატებული კურსის, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო, უკვე რეგულარულად, ბოლო ორი წლის განმავლობაში არის მიწვეული ნატო-ს მინისტრების შეხვედრაზე.

„ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენს მოკავშირეებს ნატო-დან მიეღოთ ინფორმაცია პირველ წყაროდან რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომლის გამკლავებაც დღეს გვიწევს. ასევე, ვიმსჯელებთ იმ ერთობლივ ქმედებებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ განეიტრალდეს ეს საფრთხეები, მინიმუმამდე დავიდეს და ქვეყანას მიეცეს სტაბილური განვითარების საშუალება. ჩვენი ნატოელი და ევროპელი პარტნიორების გარეშე ბუნებრივია, ეს ძალიან გაგვიჭირდება.

ერთი ის, რომ მინისტერიალმა დაამტკიცა ერთხმად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, გაძლიერებული პაკეტი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2014 წელს უელსის სამიტზე მიიღო საქართველოს ეს პაკეტი და შარშან ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის დროს ბათუმში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაძლიერდეს პაკეტი ახალი ელემენტებით და სწორედ დღევანდელ მინისტერიალზე საბოლოოდ წერტილი დაესვა ამას. ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოვებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან მიმართებაში. იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული ელემენტი, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დაფუძნების თვალსაზრისით წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასთან მიმართებაში.

ასევე, რაც პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია ეს არის ჩვენი თავდაცვისა და სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერება და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ჩვენს თავსებადობას ნატო-სთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მოწონებულია მინისტერიალზე, ნატო-ს 2030-ის სტრატეგიაა.

„ამ სტრატეგიაზე მუშაობა უკვე კარგა ხანია, მიმდინარეობს. მასში ჩართული არიან ნატოელი ექსპერტები. ჩვენ თავიდანვე ვიყავით მათთან ძალიან ახლო კონტაქტზე და ბუნებრივია, ჩვენი ერთობლივი საქმიანობის შედეგია ისიც, რომ საბოლოო დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის სასარგებლო ელემენტია ასახული, კერძოდ, ამ დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში ხაზგასმულია კიდევ ერთხელ ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებაში, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და საუბარია იმაზე, რომ ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში გაწევრიანების დიალოგი უფრო მაღალ დონეზე, თვისობრივად ახალ დონეზე უნდა ავიდეს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ პერიოდში, რომელიც ამ დოკუმენტით არის განსაზღვრული, ნატო-ს წევრი ქვეყნები იხელმძღვანელებენ და ჩვენ ამ თვალსაზრისით გვექნება ასევე მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებიც.

ამ მინისტერიალის კიდევ ერთ შედეგად უნდა აღინიშნოს, რომ უკლებლივ ყველა მინისტრის გამოსვლა, ნატოელი პარტნიორის გამოსვლა იყო მხარდამჭერი საქართველოსთან მიმართებაში, იყო კიდევ ერთხელ აღნიშნული ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, დემოკრატიული რეფორმების კუთხით, ასევე რა თქმა უნდა თავდაცვის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მდგრადობას, თავდაცვის უნარიანობას, თავსებადობას ნატო-სთან და შეუქცევად ხდის ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესს, რაც ბუნებრივი საბოლოოდ უნდა აისახოს წევრობაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია