fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავით ზალკალიანი: ჩვენი მიზანია ფართო დიალოგი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ერთიანი მომავალი

21:33 აგვისტო 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

„13 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციიდან. ეს, მართლაც ჩვენი ქვეყნის მოუშუშებელი ჭრილობა და ტკივილია. მსურს, კიდევ ერთხელ, პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის გმირებს, ვინც ყველაზე სანუკვარი რამ – სიცოცხლე შესწირა, სამშობლოს, მის ერთიანობას. მათი ხსოვნა გვაძლევს კიდევ უფრო დიდ ძალისხმევას, რათა მშვიდობის გზით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას – მათი და ჩვენი შვილების სანუკვარ ოცნებას.“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიაზე.

მინისტრის თქმით, რუსეთმა, წლების წინ, საქართველოში განხორციელებული აგრესიით დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრები, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ უსაფრთხოებას, დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და დღესაც განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებისა და პრინციპების დარღვევას.

მისი თქმით ომის 13 წლისთავზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენის სახით სამართლებრივი შეფასება მისცა რუსეთის ქმედებებს.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, დააკისრა პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფით და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით კვლავაც აგრძელებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე.“- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამ უმწვავესი გამოწვევისა, საქართველო განაგრძობს ქვეყნის განვითარებას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყნის მშვიდობიანი გზით დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სულ ცოტა ხნის წინ დაარსდა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. ეს გახლავთ უნიკალური ინკლუზიური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საერთო ეროვნული ჩართულობით, შემუშავდეს შედეგზე ორიენტირებული და ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ და ჩვენი მიზანია ფართო დიალოგი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ერთიანი მომავალი და უზრუნველვყოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება ევროპულ, დემოკრატიულ საქართველოში, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის მიმზიდველი შესაძლებლობებით, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით“-განაცხადა მინისტრმა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი შესრულდა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა 2 232-ს შეადგინა, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

თეგები: აგვისტოს ომიდავით ზალკალიანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ზალკალიანი: ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს დიდი ტყუილია, არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

სექტემბერი 29, 2021
839
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში

სექტემბერი 24, 2021
780
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – საბერძნეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს

სექტემბერი 24, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია