დღეს, ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ჟოზეფ ბორელს შეხვდება. ამის შემდეგ ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა მაღალი დონის შეხვედრები ევროპარლამენტში. ზალკალიანის განცხადებით, ის მაქსიმალურად გამოიყენებს ბრიუსელში ვიზიტს, იმისთვის რომ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საკითხი აქტუალური გახადოს.
„ბორელთან შეხვედრაზეც ამაზე ვისაუბრებ. მაქსიმალურად გამოვიყენებ ამ ვიზიტს, რომ ზაზა გახელაძის თემა აქტუალური გახდეს. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა დაუყოვნებლად დასრულდეს ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.











