fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავით ზალკალიანი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ან ლინდეს შეხვდა

13:22 თებერვალი 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ან ლინდეს შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოსა და შვედეთის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე განხილეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და გამოითქვა საქართველოს სრული მზაობა ეუთოს სამივე განზომილების სფეროში შვედეთის თავმჯდომარეობასთან თანამშრომლობისთვის.

შეხვედრზე აღინიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ სერიოზულ საფრთხეებზე, რომლებსაც რუსეთი საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციით ქმნის, არა მხოლოდ საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგების თაობაზე, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის მიერ დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების კიდევ უფრო გახშირებას, კერძოდ, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესების გააქტიურებას, საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი დროით დაკეტვის გამო ადგილზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფას, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების გახშირებულ შემთხვევებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრის, დაკავებისა და მისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივების უმძიმეს შემთხვევაზე. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი ძალისხმევის უდიდეს მნიშვნელობას ზაზა გახელაძის და საოკუპაციო ძალების მიერ ყველა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად და მადლიერება გამოხატა შვედური მხარის მიერ გაწეული მხარდამჭერი ძალისხმევისთვის.

შეხვედრისას ხაზი ასევე გაესვა უპრეცედენტო, საერთაშორისო სამართლებრივ გამარჯვებას, რომელიც საქართველომ მოიპოვა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და აღინიშნა ამ გადაწყვეტილების უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევაზე საერთაშორისო რეაგირებისათვის, მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტს.

დავით ზალკალიანისა და ან ლინდეს შეხვედრის ფარგლებში ყურადღება ასევე გამახვილდა რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურების საკითხზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ განხორციელებულ, მათ შორის, პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გააქტიურებულ კიბერშეტევებსა და დეზინფორმაციულ კამპანიას.

ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრისას ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მტკიცე ერთგულებას.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა შვედ კოლეგას აღნიშნულ პროცესში ჩართულობისთვის.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პირველი დიპლომატი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან.

ვიზიტის ფარგლებში, ან ლინდე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.

 

თეგები: დავით ზალკალიანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ზალკალიანი: ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს დიდი ტყუილია, არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

სექტემბერი 29, 2021
840
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში

სექტემბერი 24, 2021
780
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – საბერძნეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს

სექტემბერი 24, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია