საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელ Twitter-ში ულოცავს.
„გილოცავთ 4 ივლისს, ამერიკა! როგორც თავისუფლებისმოყვარე ერი, საქართველო გიერთდებათ იმ ღირებულებების აღნიშვნაში, რომლებსაც ამერიკელები ასე აფასებთ.
მოუთმენლად ველით ჩვენი მყარი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას და მომავალი წლების განმავლობაში ახალი სიმაღლეების მიღწევას!”, – ნათქვამია ზალკალიანის მიმართვაში.
დღეს, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს 245-ედ აღნიშნავს.











