საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა არასერიოზული უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერმა, გიორგი გახარიამ შესაძლოა, პოსტი დატოვოს.
„არც ღირს ამაზე კომენტარის გაკეთება. პოსტს არავინ ტოვებს. გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას და ის არის ძალიან ღირსეული სახელმწიფო მოხელი, მოღვაწე, პოლიტიკოსი, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს. ქვეყანა დგას უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და ასევე, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. როგორც არადროს, ახლა საჭიროა ერთიანობა და გუნდი ისე ერთიანია როგორც არასდროს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.










