საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მთავრობის სახელით ეხმაურება ისრაელში მიმდინარე მოვლენებს და სარაკეტო თავდასხმას.
„საქართველოს მთავრობა მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს ზალკალიანი ტვიტერზე.
ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად 25 პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელის და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. სულ მცირე, ექვსი რაკეტა გაუშვეს იერუსალიმის მიმართულებით.











