საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.
„ჩემი გულწრფელი მილოცვა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს. ვუსურვებ მათ წარმატებას ამ უაღრესად მნიშვნელოვან მისიაში, რომელიც ამ კრიტიკულ დროს უკეთესი მომავლისკენ გაუძღვება. საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას ველი“, – წერს დავით ზალკალიანი.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.











