fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს

22:45 თებერვალი 28, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
862
ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და განიხილოს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია.

ზალკალიანის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოინახოს არსებული სიტუაციიდან გამოსავალი.

„ბუნებრივია, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზე ვისაუბრებთ. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს. განიხილოს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია და ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოინახოს არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, რომელიც მნიშნველოვანია ამ სიტუაციაში, ამ გეოპოლიტიკურ ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემოა შექმნილი“ , – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შარლ მიშელის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შარლ მიშელი მიემგზავრება საოკუპაციო ხაზთან და ის კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმ უკანონო ქმედებებში, რომელსაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს.

“ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რა განვითარებაც გვაქვს რეგიონში. განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ვითარების შეფასების თვალსაზრისით. ასევე ჩვენი მჭიდრო კოორდინაციის კუთხითაც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემა იქნება ეს. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია.

მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი მიემგზავრება და საკუთარი თვალით მოინახულებს საოკუპაციო ხაზს. ვფიქრობ, რომ ის კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმ უკანონო ქმედებებში, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, სადაც რუსეთის ხელისუფლებასთან მაღალ დონეზე იყო დაყენებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფონზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ასევე განხილულ იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი.

„ბუნებრივია, განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით არსებულ სიტუაციას. აღსანიშნავია, რომ მისი ვიზიტი დაიგეგმა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის ვიზიტის დროს ბრიუსელში. პრეზიდენტი ეწვევა საქართველოსთან ერთად უკრაინას და მოლდოვას. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნირობისთვის – მნიშვნელოვანი პროექტისთვის. ჩვენ ვემზადებით სამიტისთვის და გვაქვს მოლოდინები იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ უფრო ღრმა ინტეგრაცია ევროკავშირში. საუბარია ასოცირებულ წევრებზე – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა. თუ რა მოლოდინები გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ამ თვალსაზრისითაც ეს ვიზიტი კარგი საშუალება იქნება განვიხილოთ ძირითადი მიმართულებები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

თეგები: დავით ზალკალიანიშარლ მიშელი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

შარლ მიშელი: თუ გვსურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, ჩვენს მეზობლებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ

ნოემბერი 30, 2021
780
მთავარი ამბავი

ზალკალიანი: ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს დიდი ტყუილია, არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

სექტემბერი 29, 2021
842
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში

სექტემბერი 24, 2021
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია