საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს, ფუათ ოქთაისს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ზალკალიანს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა, როგორც მას, ასევე საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრი თურქეთში ვიზიტით მიიწვია.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა მიმართულება და გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქეთს გლობალური პანდემიის დროს საქართველოს დახმარებისთვის.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით.
შეხვედრის დროს, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.











