საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კანადის ხელისუფლებასა და ხალხს კანადის დღე მიულოცა.
„ვულოცავ ჩვენ კანადელ მეგობრებსა და პარტნიორებს კანადის დღეს. იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრობა და თანამშრომლობა კვლავ მრავალი წელი იარსებებს და კიდევ უფრო განმტკიცდება.“ – წერს დავით ზალკალიანი.
დავით ზალკალიანის მილოცვას კანადელი კოლეგა ფრანსუა-ფილიპ შამპანი გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა კოლეგას და განაცხადა, რომ კანადა უაღრესად აფასებს ქართველი ხალხის სახელით გამოთქმულ კეთილ სურვილებს.











