fbpx
25/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დაზარალებული ექთანი: პაციენტი თვითდაზიანებით და სასტუმროდან გადახტომით იმუქრებოდა

16:42 ნოემბერი 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
821
ნახვა

სასტუმრო „ეიფორიაში“ ექთანზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს დაზარალებული ექთანი ასმათ ვარშალომიძე იხსენებს და აცხადებს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტი მას თავს დაესხა წამლების წართმევის მიზნით და არა მოკვლის მიზნით.

როგორც ასმათ ვარშალომიძე აცხადებს, მეტადონის პროგრამაზე მყოფი პაციენტი თვითდაზიანებითა და სასტუმროდან გადახტომით იმუქრებოდა, თუ წამალს არ მისცემდნენ.

„ჩემზე იმიტომ მოხდა თავდასხმა, რომ სმენაში მე ვიყავი, მე ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას საღამოს 9 საათიდან დილის 9 საათამდე. შესაბამისად, ის ითხოვდა წამალს, იმ დოზას, რომელიც მას მიღებული ჰქონდა და ითხოვდა კიდევ, რაც არ ეკუთვნოდა პროგრამით და პრაქტიკულად არც მქონდა მე ეს წამლები. არ დაიჯერა და დამდევდა მუდმივად. რადგან უკნიდან მომეპარა, ჩავთვალე რომ ჩემი მოკვლა უნდოდა. მაგრამ ჩემი მოკვლა კი არა, დაშანტაჟება უნდოდა. თავს მოვიკლავ, სამართებლით ვენებს გადავიჭრიო. მე ეს სამართებელი და გადატეხილი თერმომეტრი წავართვი. თითები დავიზიანე და მაჯა.

სხვა დროს ეს პაციენტი არ იყო აგრესიული, პირიქით, ძალიან მშვიდი იყო ყოველთვის, მაგრამ ბოლო დღეს რატომღაც გახდა აგრესიული და წამალს ითხოვდა დიდი დოზით.  თუმცა ჩემი მოკვლა რომ სდომებოდა, ამისთვის წამებია საჭირო და მომკლავდა. დაცვა ძალიან სწრაფად მოვიდა, მაგრამ დაცვა რომ მოვიდა, სამართებელი უკვე წართმეული მქონდა.

დახრჩობას არ ცდილობდა, უბრალოდ ჭიდილის დროს მე ვიხრჩობოდი იმიტომ, რომ მეჭიდავებოდა, წამლების წართმევა უნდოდა, რაღაც მომენტში გონება დავკარგე. ის ცდილობდა წამლების წართმევას, მე ვცდილობდი სამართებელი წამერთმია მისთვის. და მოვახერხე კიდეც. ხელებზე დაზიანებები მივიღე, მაგრამ საბოლოოდ მოვახერხე მისი გადარჩენა. სხვა პაციენტი გამოვიდა და მომეშველა. ამასობაში დაცვაც მოვიდა. და ვეღარ მოახერხა თვითდაზიანების მიყენება, ვერც გადახტომა. დაცვამ შეაკავა. თუმცა უსაფრთხოების მიზნით ბატუტებიც გაიშალა, რადგან იძახოდა გადავხტები, ვენებს გადავიჭრი და ა. შ.“, – აცხადებს ასმათ ვარშალომიძე.

შეგახსენებთ, შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

თეგები: თავდასხმაკორონავირუსი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

თებერვალი 19, 2022
806
მთავარი ამბავი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

იანვარი 5, 2022
793
საზოგადოება

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია