„დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად, ვინაიდან პირველი კითხვა რაც მაქვს, რატომ მისმენდნენ“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, გამოსაძიებელია, რატომ ხდებოდა იმ დროს მისი და ბერას მოსმენა.
„დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი მაშინ, როცა არ არსებობს დაზარალებული. დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად, ვინაიდან პირველი კითხვა რაც მაქვს, რატომ მისმენდნენ, მე როგორც საჯარო სექტორში მომუშავეს, რატომ უსმენდნენ 15 წლის ბერა ივანიშვილს. არც პოლიტიკა არსებობდა მაშინ ჩვენი მხრიდან, არც ბიძინა ივანიშვილი არ იყო პოლიტიკაში ჩართული. აქედან გამომდინარე, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს, ჩვენ ყველანი ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი. ეს არის გამოსაძიებელი, რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია ჩვენი საუბრების“,- განაცხადა ირაკლი ღაღიბაშვილმა.










