დედამიწის ზედაპირზე ამ წლის სექტემბერში დაფიქსირდა ყველა სხვა წლის სექტემბერთან შედარებით ყველაზე მაღალი ტემპერატურა. ახალი რეკორდის შესახებ Phys.org-ზე გამოქვეყნებულ წერილშია მითითებული.
მკვლევარების თქმით, ევროკავშირის დედამიწის მონიტორინგის პროგრამამ 2020 წლის იანვრის, მაისის და სექტემბრის საშუალო ტემპერატურამ ახალი რეკორდი მოხსნა.
ამასთან მთელი წლის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა სხვა დროის ყველაზე ცხელ პერიოდს შეესაბამებოდა.
ფაქტობრივად, პლანეტა 1,3 გრადუსი ცელსიუსით გაცხელდა, რაც ძალიან ახლოსაა ზღვრულ 1,5 გრადუსთან, რომელსაც სერიოზული თანმდევი პროცესების გამოწვევა შეუძლია.
რეკორდული ტემპერატურები დაფიქსირდა ციმბირში და ახლო აღმოსავლეთში. ასეცე ჩრდილოეთ აფრიკაში, ტიბეტსა და კალიფორნიაში.
მეცნიერები აცხადებენ, რომ 1970 წლის შემდეგ ტემპერატურა ყოველ ათწლეულში 0,2 გრადუსით მაღლა იწევდა.









