fbpx
25/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საკრებულომ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

14:30 დეკემბერი 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
845
ნახვა

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 50 მილიონი ლარით განისაზღვრა და მას 2021 წლის იანვარში 50 მილიონი ლარიც დაემატება. საბოლოოდ, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

ამის გარდა, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერის – კახა კალაძის ანგარიში მოისმინეს. მან ყურადღება თანამოქალაქეებისგან მიღებულ ნდობაზე და დედაქალაქის წინაშე არსებულ, 2020 წლის გამოწვევებზე გაამახვილა. „იმ დღიდან მოყოლებული, რაც ჩვენმა გუნდმა თბილისის მუნიციპალიტეტი ჩაიბარა, ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. ამასთან დაკავშირებით, მე, როგორც ქალაქის მერი, ვალდებული ვარ, ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას და საკრებულოს“ – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ 2020 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზეც მიღწევებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთელი წლის განმავლობაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებში 39 მლნ ლარი, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში 60 მილიონი ლარი და ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად 13 მილიონი ლარი დაიხარჯა. “წელსვე მერიის მხარდაჭერით განხორციელდა 60 სპორტის, 235 კულტურულ-შემეცნებითი და 50 ღონისძიება ახალგაზრდობისა და განათლების მიმართულებით; დაიწყო მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში. მომავალში აღნიშნული პროექტები თბილისის ათივე რაიონში განხორციელდება. გარდა ამისა, წელს, ლილოს დასახლებაში აშენდა საცურაო აუზი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთხ სპორტულ ცენტრს, ხოლო სპორტული ინვენტარით აღიჭურვა სამი სპორტული ცენტრი; ეკიპირებითა და ინვენტარით დახმარება გაეწია 15 სპორტულ ორგანიზაციას და ფედერაციას. თბილისის მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ამ ახალგაზრდებს სჭირდება ჩვენი თანადგომა, იმიტომ, რომ მათი განათლება ისევ ჩვენი ქვეყნის და ქალაქის საკეთილდღეოდ უნდა იქნეს გამოყენებული. ამ პროგრამის ფარგლებში სწავლა დაუფინანსდა 700 ახალგაზრდას, ხოლო წამახალისებელი სტიპენდია დაენიშნა 300-ზე მეტ სტუდენტს“ – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტს, მსხვილი ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით პროექტებსაც შეეხო. მან მერიისა და დაქვემდებარებული უწყებების თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის დიდი მადლობა გადაუხადა. “ძალიან რთული იყო 2020 წელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, 2021 უფრო მაგარი წელი იქნება, როდესაც ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი, კარგი პროექტის განხორციელებას თბილისისთვის და თბილისელებისთვის“ – აღნიშნა მერმა.

ბიუჯეტის პროექტის შესახებ დეტალურად თბილისის ვიცე-მერმა – ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს, ნეგატიური ეკონომიკური მოვლენები საბიუჯეტო შემოსავლებისთვის ისევ შეიქმნება, კარგია, რომ ბიუჯეტი 1 მლრდ 50 მლნ ლარით მაინც არის წარმოდგენილი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ საბინაო პროგრამების მიმართულებით, დაახლოებით, 60 მილიონი ლარი დაიხარჯება.

“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლა მითუმეტეს, პანდემიიდან გამომდინარე, საკმაოდ აქტუალური ხდება ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელება. უპირველეს ყოვლისა, იგეგმება სოციალურ საჭიროებებზე გათვლილი, შემდეგ კი სხვა მიმართულების ხარჯები. 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 30 მლნ ლარით მეტია დაგეგმილი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია“ – დაამატა ირაკლი ხმალაძემ.

ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 425 მილიონი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციის მიხედვით, მომავალი წლისათვის დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაც: ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის აღდგენის სამუშაოები, ჭაბუა ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ზღვის უბნის პარკის მოწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება; ასევე, ვარკეთილის ხევის ახალი პარკისათვის, ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყოფა.

სხდომის დასასრულს დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მიმართა საკრებულოს წევრებს.

„მერწმუნეთ ეს მხოლოდ ჩემი, როგორ მერის ამოცანა არ არის, ეს პირადი ამბიცია და მიზანიც გახლავთ, რომ თბილისი ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე წინა წლებში, რათა ჩვენს მომავალ თაობებს კომფორტული, ისტორიით, ტრადიციებით, სიმწვანითა და სიცოცხლით სავსე ქალაქი დავუტოვოთ. თბილისმა, პირადად მე ძალიან ბევრი რამ მომცა. დაწყებული ადამიანებით, დამთავრებული იმ ემოციებითა და ურთიერთობებით, რაც ზრდასრულ ადამიანებად გვაყალიბებს, ადამიანებად, რომლებიც ერთმანეთზე, საკუთარ ქუჩაზე, უბანზე, ქალაქზე ვართ პასუხისმგებლები. ძალიან ამაყი ვარ, რომ მომიწია ჩემი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე მესახელებინა, გამეტანა საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ. ახლა კი, მაქვს პატივი ჩემს ქალაქსა და მოქალაქეებს ვემსახურო, რისთვისაც ჩემს გუნდთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ყოველდღიურად შრომობთ, ენერგიას არ ზოგავთ ამ ქალაქის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის აკეთებთ მაქსიმუმს. ის განწყობა, ის დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ყოველდღიურად თბილისელების მხრიდან, არის ძალიან დიდი სტიმული და გვაძლევს დამატებით ენერგიას, 24 საათის განმავლობაში ვემსახუროთ თბილისსა და თბილისელებს“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თეგები: ბიუჯეტიდედაქალაქის ბიუჯეტითბილისის მერია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

აგვისტო 14, 2021
792
მთავარი ამბავი

უსაფრთხოების მიზნით, ლორთქიფანიძის N10-დან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

აგვისტო 13, 2021
777
დედაქალაქი

თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

აგვისტო 12, 2021
774

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია