ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედმა და მისმა მეუღლე ფილიპემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
დედოფალი 94 წლისაა, ფილიპე კი, 99 წლის.
არსებული ინფორმაციით 94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინით აცრეს.
ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ეკონომიკა შეაჩერა და ვაქცინაციას ჩქარობს, რადგან პანდემიის გავრცელება შეაჩეროს.










