პანდემიის გამო წლევანდელი საშობაო ლიტანიობა „ალილო“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში განსხვავებულად, მრევლის მონაწილეობის გარეშე, ტარდება. მოძღვრები ჯვარ-ხატებით უბნებისა თუ ქუჩების დალოცვის დროს მხოლოდ სტიქაროსნებისა და მგალობლების 8-10 კაციანი ჯგუფებით აწყობენ მსვლელობას.
„განწყობა რა თქმა უნდა ისევ ამაღლებულია, ჩვენ მივულოცავთ მრევლს ქრისტეშობას, ისინი არ მონაწილეობენ ალილოს მსვლელობაში, მაგრამ ამ დიდ დღესასწაულში, რა თქმა უნდა, ჩართულები იქნებიან, ყველას შეუძლია შესაწირი მიიტანოს ტაძარში, საიდანაც საღამოს ის მოხუცებულებსა და მიუსაფრებს გადაეცემათ”-განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











